,,ძალიან დიდი მსხვერპლია, არის ტყვედ აყვანის ბევრი შემთხვევა, არიან დაჭრილები, მობილიზებულია საავადმყოფოს მედ-პერსონალი” – ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

ქართველმა ემიგრანტმა, მაია მელქაძემ ისრაელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „მოულოდნელად, 05:30 საათზე ჩაირთო საგანგებო სიგნალი. ჩავედით დაცულ ოთახებში, სადაც ასეთ დროს ყველა მოთავსდება. ტერორისტები შემოსული არიან ჩრდილოეთის მხრიდან, სოფლებში არიან მიმოფანტული. ძალიან ბევრი მსხვერპლია. არის ტყვედ აყვანის ძალიან ბევრი შემთხვევა. არიან დაჭრილები. მობილიზებულია საავადმყოფოს მედ-პერსონალი“, – განაცხადა მაია მელქაძემ. ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 740 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

მეტი...

ისრაელმა ღაზას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის ბრძნებით, ისრაელის ელექტრონული კორპორაცია ღაზას ელექტრომომარაგებას უწყვეტს. ,,ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო”, – ნათქვამია განცხადებაში. ღაზის ენერგომომარაგება ძირითადად ისრაელიდან შესულ საწვავსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.

მეტი...

დალაი ლამას სასახლეში 3 000 კილოზე მეტი სუფთა ოქროა გამოყენებული – რეპორტაჟი ტიბეტიდან

პოტალას სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს, ლასაში, ტიბეტის დედაქალაქში მდებარეობს. სასახლეში შიგნით გადაღება არ შეიძლება, თუმცა, შევეცდები დაწვრილებით მოგიყვეთ რა ვნახე და რა ხდება სასახლეში. სასახლე სულ 13 სართულიანია. ის 3700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. პოტალას სასახლე აგებულია კლდეზე, ბორცვზე 130 მეტრის სიმაღლეზე. სასახლეში შედიხარ მაღალი და საკმაოდ დამრეცი კიბეებით. მოაჯირს თუ კარგად არ მოკიდე ხელი, ასვლა ნამდვილად გაჭირდება. მოაჯირი მსხვილი ხის მასალისგანაა დამზადებული. სასახლეში იატაკი ბეტონისაა. მიდიხარ წრიულად, გხვდება სხვადასხვა დალაი ლამას დარბაზი, ბუდას ქანდაკებები, უამრავი ხალხი, რომელიც რიტუალს ასრულებს. მიუყვები ვიწრო ბილიკს და თან ათვალიერებ და ეცნობი სხვადასხვა თაობის…

მეტი...

ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი მძიმედ, საშუალო სიმძიმით და მსუბუქადაა დაჭრილი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში. შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.

მეტი...

,,საშინელი ამბებია ისრაელიდან, ვუსამძიმრებ ყველას” – ზელენსკი

,,საშინელი ამბებია ისრაელიდან, ვუსამძიმრებ ყველას”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „საშინელი ამბებია ისრაელიდან. ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ოჯახის წევრები და ახლობლები დაიღუპნენ ამ ტერაქტის დროს. გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან. ვინც გამოიყენა ტერორი, არის დამნაშავე მსოფლიოს წინაშე, ვინც აფინანსებს ტერორს, ჩადის დანაშაულს მსოფლიოს წინაშე. სამყარო უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული. ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველა გარემოება უნდა იქნეს გამოიძიებული, რათა მსოფლიომ იცოდეს და პასუხისმგებლობა მოეთხოვოს ყველას, ვინც მის ორგანიზებაში დაეხმარა და წააქეზა. უკრაინის ყველა მოქალაქემ, რომელიც იმყოფება საფრთხის ზონაში, ყურადღებით უნდა დაიცვას უსაფრთხოების ძალების…

მეტი...

,,ვგმობთ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს. ,,სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას, ხალხს და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო”, – წერს ბლინკენი.

მეტი...

ევროპული ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ

ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტული თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო ავიაკომპანია Lufthansa ავიარეისების რაოდენობას ამცირებს. ,,ერთი რეისი თელავივიდან ფრანკფურტის მიმართულებით ამ შაბათს შესრულდება: Lufthansa-ს ყველა სხვა რეისი თელ-ავივის მიმართულებით და უკან ამ შაბათისთვის გაუქმებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ფრანკფურტის აეროპორტის მთავარ გვერდზე შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი რეისი თელ-ავივის მიმართულებით გაუქმებულად მოინიშნა. შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ინდუსტრიული გამოცემის AeroTelegraph-ის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა. Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელავივის ნაცვლად იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა. ავიაკომპანიის კიდევ…

მეტი...

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. ,,ჩვენ ვგმობთ საშინ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ვუთანაგრძნობთ ამ საზარელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მეტი...

ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 700-ზე მეტი

ისრაელზე “ჰამასის” მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაიჭრა 779 პირი. ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

,,აშშ მტკიცედ დადგება ისრაელის გვერდით” – აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

,,აშშ მტკიცედ დადგება ისრაელის გვერდით”. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ,,აშშ ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულებს“, – თქვა უოტსონმა. მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეკ სალივანი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჩი ჰანეგბის ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მეტი...

ოზურგეთში 9 წლის ბავშვს ეძებენ

ოზურგეთში 9 წლის ბავშვს ეძებენ. ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს. ,,სასწრაფოდ! ქ. ოზურგეთში 7 ოქტომბერს დაიკარგა და იძებნება ანა-მარია, 9წლის! თუ ვინმემ დაინახეთ ეს ბავშვი დღეს,14:00 შემდეგ გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვეხმიანეთ! მშობლები ეძებენ! გააზიარეთ პოსტი რომ ოზურგეთში მაქსიმალურად გავრცელდეს!”,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ცვლილებები პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების იმპიჩმენტის, არჩევისა და გათავისუფლების წესში

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის. ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან, კონსტიტუციით, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

მეტი...

იორმუღანლოს პოლიციაში მოკლული არასრულწლოვნის მამას კითხავენ

იორმუღანლოს პოლიციაში მოკლული არასრულწლოვნის მამას კითხავენ . 14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებული კაცი პოლიციას ჯერ ისევ არ დაუკავებია. ალიმ ასლანოვს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ტრაგედია სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა. 30 წლის კაცმა არასრულწლოვან აითაჯ შახმაროვას მაშინ ესროლა, როცა ისინი სოფელ ლამბალოში ნათესავის ქორწილის სამზადისში იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც, თუმცა უკანონობაზე ხმა არავის ამოუღია.

მეტი...

,,ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას X-ზე (ყოფილი Twitter) ეხმაურება. ,,ცალსახად ვგმობ “ჰამასის” მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას. ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან”, – წერს ლაიენი.

მეტი...

,,დილიდან შოკირებული ვარ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას X-ზე (ყოფილი Twitter) ეხმაურება. ,,დილიდან შოკირებული ვარ “ჰამასის” ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით. ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელის ხელისუფლებასთან. ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან სამოგზაურო რჩევები”, – განაცხადა სუნაკმა.

მეტი...

,,ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ… და ჩვენ გავიმარჯვებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

,,ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ…და ჩვენ გავიმარჯვებთ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ,,მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ”, – თქვა ნეთანიაჰუმ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.

მეტი...

,,რუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა” – ბენ კარდინი

,,რუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა”. ამის შესახებ Twitter-ზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი წერს და ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ,,რუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და ერთგულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში”, – განაცხადა კარდინმა.

მეტი...

შავ ზღვაში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მახლობლად ნაღმი აფეთქდა

შავ ზღვაში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მახლობლად ნაღმი აფეთქდა. აფეთქების შედეგად გემი არ დაზიანებულა. თურქული საზღვაო ხომალდი, ბათუმის პორტიდან უკრაინის იზმაილის პორტისკენ მიცურავდა. თურქულმა მხარემ თქვა, რომ აფეთქება გემიდან 15-20 მეტრში მოხდა, როდესაც გემი რუმინული საზღვრის გასწვრივ მიცურავდა.

მეტი...

,,ისრაელი ამ ომს მოიგებს” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

,,ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს”. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ, პალესტინური დაჯგუფების, ,,ჰამასის” მიერ თავდასხმისა და ისრაელის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლის შემდეგ განაცხადა. ,,დღეს დილით ჰამასმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალები მტრის წინააღმდეგ ყოველ ტერიტორიაზე იბრძვიან. ისრაელის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, უსაფრთხოების ინსტრუქციებს მიჰყვნენ. ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს”, – განაცხადა გალანტმა. ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

მეტი...

ინდოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, ჰიმალაის მთებში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 150-მდე პირი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა მყინვრული ტბის ადიდება და კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა.

მეტი...

პოტალას სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს – რეპორტაჟი ტიბეტიდან

ეს ტიბეტის დედაქალაქი ლასაა, სადაც მდებარეობს პოტალას სასახლე. ეს არის სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს. მისი სიმაღლე 3700 მეტრია. პოტალას სასახლე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასახლეა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალშია შეტანილი ჯოხანგის ტაძართან ერთად. პოტალას სასახლე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა მთელ ტიბეტში. ტიბეტელები საათის ისრის მიმართულებით დადიან პოტალას სასახლის გარშემო და ლოცვებს კითხულობენ. პოტალას სასახლე აშენდა 130 მეტრის სიმაღლის ბორცვზე. ბორცვიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელ ქალაქ ლასაზე. უძველესი ლეგენდების თანახმად, ბორცვზე არის რამდენიმე წმინდა გამოქვაბული. ეკა გულუა ტიბეტიდან (ნაწილი 1) ლასა – ღმერთების ადგილი, კადრები ტიბეტის დედაქალაქიდან

მეტი...

თავდასხმა ისრაელზე – დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ექვსი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას The Times of israel ავრცელებს. ისრაელში საომარი მზადყოფნა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის. ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები მიიტანეს. მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით “ჰამასმა” ასობით რაკეტა ისროლა. საჰაერო განგაში ამ დრომდე ჩართულია თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. აშქელონში, გედროთსა და თელ-ავივში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. მომხდარის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო…

მეტი...

ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. რუსების სამიზნეს სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.

მეტი...

ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 88 შენობა დაზიანდა

6 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 88 შენობა დაზიანდა, მათგან 61 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, დაზიანდა 46 მანქანა. ცნობისთვის, გუშინ ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრს დაარტყეს. რუსეთის თავდასხმებს 2 ადამიანი (10 წლის ბიჭი და მისი ბებია) ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

მეტი...

ქართული ღვინო კორეის ბაზარზე

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა მასტერკლასს და პრეზენტაციას 200 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. ღონისძიებას დაესწრო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა. ქართული ღვინის მასტერკლასს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდა. მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მეორედ გაიმართა…

მეტი...

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 281 700 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 7 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 610 სამხედრო, 20 ჯავშანტექნიკა და 23 ტანკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: დაახლოებით 281 700; ტანკი – 4 800; ჯავშანტექნიკა – 9 102; საარტილერიო სისტემა – 6 688; სარაკეტო სისტემა – 808; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 541; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 185; საკრუიზო რაკეტები – 1 530; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 073; გემი/ნავი/კატარღა – 20; წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 956.

მეტი...

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. კონკრეტულად რას გაუჩნდა ცეცხლი ან რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

საქართველოში წუხელ 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან 8 კილომეტრში, სოფელი შაქრიანში იყო. სიმძლავრემ კი 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ლასა – ღმერთების ადგილი, კადრები ტიბეტის დედაქალაქიდან

ეს არის პირველი ვიდეოკადრები ტიბეტის დედაქალაქ ლასადან. ის ძირითადად კლდიანი ზონაა და “ლასა” ითარგმნება როგორც “ღმერთების ადგილი”. ეკა გულუა ტიბეტიდან

მეტი...