ნეთანიაჰუს თქმით,, რომ ისრაელის ბრძოლა ჰამასის წინააღმდეგ “შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი”

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა ჰამასის წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰამასი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპას.

,,იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მსგავსი თემები