სალომე ზურაბიშვილი აღარაა აქტუალური, მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძე

ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური მას შემდეგ, რაც წარიმართა იმპიჩმენტის პროცედურა. ჩვენთვის მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი, შესაბამისად, მისი ხელოვნურად აქტუალიზაცია მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, – ამის  შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე  არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია.

„მას ევროინტეგრაციის გზაზე არავითარი, არც დადებითი, არც უარყოფითი როლის შესრულება არ შეუძლია, ეს არის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მსგავსი თემები