აშშ, ბაიდენის ბრძანებით, ისრაელს ,,დამატებით მხარდაჭერას” უცხადებს

თეთრი სახლი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ისრაელის მიმართ ,,დამატებით მხარდაჭერას” უცხადებს. განცხადებაში მხარდაჭერის შესახებ დამატებითი დეტალები არ არის მითითებული. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაეცნენ სიტუაციას და ,,დარჩებიან მჭიდრო კონტაქტში მათ ისრაელელ პარტნიორებთან”. ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, გუშინ ჰამასის ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეტი...

თელავივის ცენტრში ტერორისტები თავს მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ

თელავივის ცენტრში ტერორისტები თავს მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ. მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასდა. ოთხივე ტერორისტი ისრაელის სამართალდამცველების მიერ იქნა ლიკვიდირებული. ისინი დაჯგუფება „ჰამასის“ მიმდევრები იყვნენ.

მეტი...

ტერორისტებმა ებრაელი ბავშვები გალიებში გამოკეტეს და მკვლელობით ემუქრებიან

ტერორისტებმა ებრაელი ბავშვები გაიტაცეს, გალიებში ჩასვეს და მკვლელობით იმუქრებიან. შემზარავია კადრები, რომელიც ისრაელიდან ვრცელდება. ცხედრები ქუჩებში ყრია. ცენტრალურ მაგისტრალზე დაცხრილული მანქანების კოლონებია, სადაც დახვრეტილი ადამიანები არიან. კლინიკებში რჩებიან დაჭრილები. დაშავებულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. საომარი მოქმედებების ზონაში არიან ქართველებიც. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა. ქართველები არ არიან  არც მძევლებს შორის.

მეტი...

დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. „სოლიდარობა ისრაელს! ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“- აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.

მეტი...

ქუთაისში, მანქანას გადაადგილების დროს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, მანქანას გადაადგილების დროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ,,ქუთაისში, ქიაჩელის ქუჩაზე ავტომობილს გადაადგილების დროს ცეცხლი წაეკიდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფოსა და პოლიციის ბრიგადები. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის”, – წერს მოქალაქე ლევან ჭელიძე. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს” – შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. შოლცის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია და ამის უზრუნველსაყოფად ,,გერმანია შესაბამისად იმოქმედებს”. შოლცი ასევე გეგმავს, ესაუბროს ეგვიპტის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. ,,აშკარაა, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის ქმედებებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავდასხმა გაუთვლელი შედეგებით მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს”, – ამბობს შოლცი.

მეტი...

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო. ცნობილი ხდება, რომ ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში სკოლები დახურული იქნება. იზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებაც. ღია სივრცეში შეკრება მხოლოდ ათ ადამიანს, შენობაში კი 50-ს შეეძლება. ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

მეტი...

ბოლო 24 საათში, თელ-ავივიდან თბილისში რამდენიმე რეისი ჩამოფრინდა

ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი განხორციელდა. კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. მათი თქმით, ამ დროისთვის თელ-ავივში კიდევ ასეულობით ქართველი რჩება და უმრავლესობა სამშობლოში დასაბრუნებლად მომდევნო ავიარეისს ელოდება.

მეტი...

ისრაელში პოლიციის ქართველ-ებრაელი ოფიცერი, ისაკ ბუზუკაშვილი დაიღუპა

ისრაელში მიმდინარე შეტაკებებს ქართველი ებრაელი, პოლიციის ოფიცერი, ისაკ ბუზუკაშვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა. პარალელურად, ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა. ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

მეტი...

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი კი 9000-ს აღემატება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრები ქალაქ ჰერატის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 35 კმ-ში დაფიქსირდა. მათგან ერთ-ერთი  6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მეტი...

კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე დიდხანს მცხოვრები მიგრანტები, მუდმივ მცხოვრებლებად ჩაითვლებიან – საქსტატი

კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტ ხანს მცხოვრები პირები, მათ შორის მიგრანტები, მუდმივ მცხოვრებლებად ჩაითვლებიან. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ  განაცხადა. მისი თქმით,  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ჩაატარებს. ,,აღწერის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კონკრეტულ მომენტში მცხოვრები ყველა პირი აღიწეროს, მათ შორის ისეთიც, ვინც 6 თვეზე მეტია ცხოვრობს აქ, ან რამდენიმე დღით არიან შემოსულები, ან პირიქით, დროებით არიან საზღვარგარეთ გასულები. რაც შეეხებათ მიგრანტებს, თუ პირი კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, ის მუდმივ მცხოვრებლად ჩაითვლება, იმის მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნიდანაა შემოსული”, – ამბობს…

მეტი...

სანთლები ერბოში

ტიბეტში, პოტალას სასახლეში, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს, ათასობით ადამიანი მიდის მოსალოცად. როგორც პოტალას სასახლეში, ისე დაჟაოს თუ სერას ტაძარში, თითქმის ყველგან შეხვდებით ამ უზარმაზარ თასს, რომელიც ერბოთია სავსე. ერბოში კი სანთლებია დანთებული. ეს ფოტო დალაი ლამას სასახლეში გადავიღე. იქ მსგავს სანახაობას შევესწარი – მომლოცველები მიდიოდნენ ბუდას ქანდაკებასთან, ლოცულობდნენ, შემდეგ კი ჩანთიდან იღებდნენ ქილებს თუ პარკებს, სადაც ერბო ქონდათ გახვეული. კოვზით ან ხელით ერბოს მცირეოდენ ნაწილს იმ უზარმაზარ ერბოთი სავსე თასში ამატებდნენ, სადაც სანთლები იყო დანთებული. მარტივი გასაგები რომ იყოს, როგორც ჩვენთან ტაძრებში ზეთს იყენებენ, ისეა აქ ერბო გამოყენებული. შესაბამისად, მთელს…

მეტი...

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

,,ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი. გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი. ცნობისთვის, გუშინ, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ,,ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ,,რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

ეგვიპტეში ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის  2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს. ასევე, დაშავდა ერთი პირი. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც BBC წერს, პოლიციელმა ქალაქში ისრაელი ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ამჟამად დაკავებულია.

მეტი...

ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ

ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა. რაც შეეხება ბოლო ცნობებს კონფლიქტის ზონიდან, ამ დროისთვის ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია ღაზისა და აშკელონის მაგისტრალზე. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, ისრაელის სამხედრო დანაყოფებს მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ჯერ არ აქვთ დამყარებული.

მეტი...

,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა” – ალიევი

,,ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა”. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ცოტა ხნის წინ მან და საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ,,ორივე ლიდერმა, ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციულია უკვე და ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას, მეგობრობის გაძლიერებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ. მადლობას გიხდით, ჩვენი ეროვნული ლიდერის, ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში…

მეტი...

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ჩამოვიდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ჩამოვიდა. ალიევი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი,
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

მეტი...

,,ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

,,ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღეს. სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა. საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. როგორც ისინი ამბობენ, მათ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. ისრაელის თავდაცვამ ასევე განმარტა, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა. ისრაელის მთავრობა ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

მეტი...

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალმთიან ზონაში კი თოვლი

9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში კი თოვლი. 9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. ,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მეტი...

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა, დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი

ისრაელზე ,,ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-მდე გაიზარდა. დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ,,ჰამასის” მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა 7 ოქტომბრის გამთენიას დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ,,ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ,,რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

ისრაელის მიმართულებით ავიარეისები ამერიკულმა ავიაკომპანიებმაც გააუქმეს

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული ავიაკომპანიები აუქმებენ ავიარეისებს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტებისკენ და გვერდს უვლიან მის  საჰაერო სივრცეს. ,,ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროებისამებრ ვასწორებთ ფრენების განრიგს”,  – ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში.  FlightAware-ის ცნობით, გაუქმდა ნიუ-იორკის JFK-ს აეროპორტიდან ისრაელის ყველა მიმართულებით დანიშნული ფრენა. მთლიანობაში, თელ-ავივის მიმართულებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრენების 14% გაუქმდა.

მეტი...

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის გადაწყვეტილებით, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა სამხედროებს საშუალებას აძლევს  შიდა ფრონტის სარდლობას შეუზღუდოს შეკრებები და დახუროს ტერიტორიები ცხელ წერტილთან ახლოს. ცნობისთვის, ამ დრომდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედებდა.

მეტი...

გორში, სამშენებლო მასალების საწყობში 200 კვ.მ ფართობი დაიწვა

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში ცეცხლი სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. არსებული ინფორმაციით, ზარალი ასობით ათასი ლარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული, მათ ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 282 280 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 8 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 580 სამხედრო, 21 ჯავშანტექნიკა და 21 ტანკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 282 280; ტანკი – 4 821; ჯავშანტექნიკა – 9 123; საარტილერიო სისტემა – 6 705; სარაკეტო სისტემა – 808; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 542; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 190; საკრუიზო რაკეტები – 1 530; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 111; გემი/ნავი/კატარღა – 20; წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 959.

მეტი...

თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ისინი უსაფრთხო ადგილას არიან

ისრაელზე თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად. რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მოქალაქეებს მიმართავს და პირობას დებს, რომ გამოიყენებს ყველა ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად. ,,ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს უნახავს ისრაელს და ეს აღარასოდეს განმეორდება… თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებენ მთელ თავის ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად და ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ. ისრაელი აქცევს ნანგრევებად იმ ადგილებს, სადაც იმალება ჰამასი”, – ამბობს ისრაელის პრემიერი და ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი. ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ,,ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ…

მეტი...

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის  ბინაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცს ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ და ბინაში შესვლის მიზნით სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ბინაში შესულ მაშველებს 40 წლამდე ასაკის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს. ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. ,,შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის…

მეტი...

შეტაკების დროს, ისრაელის ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური დაიღუპა

ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი იონატან სტეინბერგი, 7 ოქტომბრის დილას, ჰამასის ტერორისტებთან შეტაკების დროს კერემ შალომის რაიონში, ღაზას სექტორის საზღვართან დაიღუპა. 42 წლის სტეინბერგი, სამხრეთ ქალაქ შომრიიდან, შეტაკების ადგილისკენ მიდიოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტერორისტმა მოკლა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ისრაელელი ოფიცერი, რომელიც ბრძოლაში მოკლეს.

მეტი...

ბლინკენი მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი მოუწოდებს ,,რეგიონის ხელმძღვანელობას დაგმოს” ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და ,,გააძლიეროს ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღსადგენად”. რამალაში, 7 ოქტომბერს გამართულ საგანგებო თათბირზე მაჰმუდ აბასმა მითითებები გასცა პალესტინელი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად, ,,საოკუპაციო ძალებისგან“.

მეტი...

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

ისრაელზე, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა. მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა. სულ მცირე დაჭრილია 1450 ადამიანი. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია თავდაცვამაც დაადასტურა, თუმცა მძევლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

მეტი...

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ქალს მანქანა დაეჯახა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ,,საშინელება მოხდა. ქალი პირუტყვს სახლში მიერეკებოდა, რა დროსაც ეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა”, – ამბობს თვითმხილველი. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა ის ამ დროისთვის დაკავებულია.

მეტი...