,,ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. განგაშის სირენები ამოქმედდა ცენტრალურ ისრაელში. ამის შესახებ ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურები აცხადებენ.

,,ზოგიერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა თავშესაფრისკენ წასვლის დროს”, – აცხადებენ ისრაელში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები