,,მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია”- ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მისი თქმით,  პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია.

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასასტურა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა. გამოძიება გრძელდება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გავრცელებულ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე“, – განაცხადა შოთაძემ.

მსგავსი თემები