,,მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები” – სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თემთა პალატაში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს ისრაელს დაიცვას საკუთარი ტერიტორიები ტერორისტული დაჯგუფების წევრებისგან. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები. როგორც მეგობარი, ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად”, – აღნიშნა სუნაკმა.

მეტი...

,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა” – სალომე ზურაბიშვილი

,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა” – სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ. ,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა, აქამდე თავს ვიკავებდი, რამეთუ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა. ჩემი ამ პროცესში ჩარევა არ იყო საჭირო, ჩემი წარმომადგენლები, როლებიც სამართლებრივი კუთხით ჩემზე მცოდნენი არიან, მათი როლი იყო მნიშვნელოვანი, ჩემი ნდობა მათ სრულად ჰქონდათ, რომელიც შეასრულეს. დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში არაფერი აღარ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც გარკვეულწილად დღემდე ნდობას იმსახურებდა, თუმცა დღეიდან ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა რცხვენოდეს,…

მეტი...

,,ვნახეთ ფარსი, რომელიც გადაინაცვლებს პარლამენტში” – პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

,,ვნახეთ ფარსი, რომელიც გადაინაცვლებს პარლამენტში”. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. „ჩვენ ვამბობდით, რომ 6 საკმარისი ხმა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია, მაშინ უნდა დაწყებულიყო ირაკლი კობახიძის პოლიტიკური იმპიჩმენტის საკითხი. ეს საკითხი არ და ვერ დადგებოდა ,,ქართული ოცნების” პირობებში. ჩვენ ვნახეთ ფარსი, რომელიც გადაინაცვლებს პარლამენტში. არ მგონია, პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დასავლეთში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, პოლიტიკურად ვეთანხმები თუ არა მას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მეტი...

,,არ გადავდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება” – პრეზიდენტი

,,არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. „დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღეს დარჩენილი იყო ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთ ისეთ ადგილად, სადაც გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო. არსად მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით…

მეტი...

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება – 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს: უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება. რეფორმის პირველ ეტაპზე,…

მეტი...

ჩვენი მიზანია ,,ჰამასთან” გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება – ნეთანიაჰუ

,,ჩვენი მიზანია ,,ჰამასთან” გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამოსვლისას განაცხადა. ,,ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 75 წლის შემდეგაც კი ომი დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი არსებობა ახლა საფრთხის წინაშეა. ნაცისტურ “ჰამასთან” ომი არის ომი სინათლესა და სიბნელეს, კაცობრიობასა და არაადამიანურობას შორის. ჩვენი მიზანია “ჰამასთან” გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება. აუცილებლად გამოვიძიებთ ამ კატასტროფის მიზეზებს და გამოვიტანთ დასკვნებსაც”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

,,აშშ ისრაელს მიაწვდის ყველაფერს, რაც თავის დასაცავად სჭირდება” – ბლინკენი

,,აშშ ისრაელს მიაწვდის ყველაფერს, რაც თავის დასაცავად სჭირდება”. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს განაცხადა. ,,სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ჰამასის ტერორიზმისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, მიაწოდოს ისრაელის მთავრობას ის, რაც მას სჭირდება თავისი მოქალაქეების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში. ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან განიხილა შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. სახელმწიფო მდივანმა ასევე განიხილა შეერთებული შტატების ვალდებულება ჰამასის მძევლების უსაფრთხო და სწრაფად გათავისუფლების…

მეტი...

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს – 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

გორში მამამ შვილი მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მამამ შვილი მოკლა. 39 წლის შვილს მამამ  სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მიაყენა. სამართალდამცავებმა კაცი უკვე დააკავეს.  დაკავებული დანაშაულს აღიარებს.  

მეტი...

კანონპროექტის თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმები იზრდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება. როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, ცვლილებებით იგეგმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის. პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედება: პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით; განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის…

მეტი...

,,დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“- გურამ მაჭარაშვილი

,,დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სამართლიანი. ,,ჩვენი მიზანია, არავის შერჩეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. რეალურად, ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გასაგებია, რომ 100 ხმა ვერ მოგროვდება. ეს პოლიტიკური ნაწილია, დღეს უკვე მივიღეთ ძირითადი ნაწილი, სადაც კონსტიტუციამ პრეზიდენტს უჩივლა, მოუგო და თქვა, რომ მე, ძირითადი კანონი არავინ უნდა დამარღვიოს. არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ, როდესაც…

მეტი...

,,საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სჯობს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ”- შალვა პაპუაშვილი

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვისა და კენჭისყრისთვის ორკვირიანი ვადა აქვს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, ამიტომ სჯობს საკითხი ამ კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა საკითხის განხილვასა და კენჭისყრასთან დაკავშირებული პროცედურაც განმარტა. მისი თქმით, თუ სასამართლო არ დაადგენდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაშინ განხილვა შეწყდებოდა, თუმცა, რადგან სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. „მას შემდეგ, რაც  პარლამენტში ინფორმაცია ოფიციალურად შემოვა, უნდა შედგეს განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ვვარაუდობ, რომ ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დადგენილების…

მეტი...

ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა, მას ეპატიება პენსიონრების ძარცვაც, საქართველოში დანაშაულები – ირაკლი კობახიძე

ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა, მას ეპატიება ყველაფერი, ევროპელი პენსიონრების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, რადგან მისი ხელით გლობალური ომის პარტია საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დავით კეზერაშვილი  არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალური ომის პარტიის ხელში. „ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებშიც დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და მარჯვენა ხელები. საინტერესო რა არის – ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა. გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ გლობალური ომის პარტიას, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს. კერძოდ, სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური…

მეტი...

ჰამასი მზადაა, გაათავისუფლოს მძევლები, თუ ისრაელი ღაზას თავს არ დაესხმება – ირანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანის, ნასერ ქანაანის განცხადებით, ჰამასი მზადაა, გაათავისუფლოს მძევლები, თუ ისრაელი ღაზას თავს არ დაესხმება. ,,ჰამასი პოტენციურად მზადაა, გაათავისუფლოს მძევლები, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე თავდასხმებს შეაჩერებს”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

მეტი...

71 წლის კაცმა სიძულვილის ნიადაგზე 6 წლის ბიჭი მოკლა

აშშ-ში 71 წლის მამაკაცმა სიძულვილის ნიადაგზე 6 წლის ბიჭი მოკლა. შემთხვევა ილინოისის შტატში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 71 წლის ჯოზეფ ცუბა თავს დაესხა 32 წლის ქალს და მის ექვსი წლის შვილს. თავდასხმის მოტივად  „ჰამასის“ და ისრაელის კონფლიქტი სახელდება. ქალი წარმოშობით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდანაა, მისი შვილი კი აშშ-ში დაიბადა. პოლიციამ მიიღო შეტყობინება ქალისგან, რომელსაც  მამაკაცი დაესხა თავს. ქალი აღნიშნული მამაკახისგან  საცხოვრებელ ფართს ქირაობდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი  და ბავშვი ცივი იარაღით დაჭრილები დახვდათ.  ბიჭი, 26 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.    

მეტი...

,,დარჩება ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული” – კობახიძე ზურაბიშვილზე

,,დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, მათ უკვე მიაღწიეს დასახულ მიზანს. ,,საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.…

მეტი...

პრეზიდენტს შერჩენილი რომ ჰქონდეს ელემენტარული ღირსება, მყისიერად გადადგებოდა – კობახიძე

,,პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდგომ ის მყისიერად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. ,,სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში, ქართველი ხალხის მიერ მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურეს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. საქართველოს პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდგომ ის მყისიერად გადადგებოდა პრეზიდენტის…

მეტი...

საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება

საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება. ,,საექთნო საქმიანობის რეგულირება,  დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას. ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის − დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას. დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური  პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით,  რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა. მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3…

მეტი...

ზელენსკის სოლიდარობის მიზნით ისრაელში ვიზიტი სურდა, თუმცა უთხრეს, რომ დრო სწორად არ არის შერჩეული – მედია

ისრაელის მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში სოლიდარობის  მიზნით ვიზიტი სურდა, თუმცა მას ისრაელის მხარემ განუცხადა, რომ „დრო სწორად არ არის შერჩეული“. ზელენსკიმ თავდასხმის შემდეგ ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა გამოყცხადა და თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი  ტერორისტების თავდასხმებისგან. ”ტერორი ყოველთვის არის დანაშაული, არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან კონკრეტული მსხვერპლის, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინააღმდეგ”, – თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ ისრაელმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, თუმცა სამხედრო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.  მერაბ ტურავას განცხადებით, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება. 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება  პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო.

მეტი...

ისრაელმა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

ისრაელმა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე 28 დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.  ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  სავალდებულო ევაკუაცია ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრში მდებარე ყველა დასახლების მცხოვრებლებს შეეხებათ. ევაკუირებულ მოქალაქეებს დროებით საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ. სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მოსახლეობა გადაყვანილ იქნება საოჯახო სასტუმროებში. ცნობისთვის, ბოლო დღეებში ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში – ჰადას მეიცადს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო  ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია  მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.  

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა – ამის შესახებ იცოდნენ გამტაცებლის ბიძამ და ბიძაშვილმა, რომლებმაც დანაშაულზე სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. დაკავებულები ბრალს აღიარებენ.

მეტი...

ოლაფ შოლცი ისრაელში ვიზიტს გეგმავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ვიზიტს გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ვიზიტი შესაძლოა უახლოეს დღეებში, კერძოდ, სამშაბათს, 17 ოქტომბერს განხორციელდეს. პარასკევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი სოლიდარობის ვიზიტით ისრაელს ეწვია.  ბერბოკი შეხვდა არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს, არამედ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების ნათესავებსაც. ჰამასის მიერ მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან გერმანიის მოქალაქეებიც.

მეტი...

მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემების შემოწმება დაავალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემების შემოწმება დაავალა.  საფრანგეთის პრეზიდენტი ითხოვს „დაუნდობელ მიდგომას ყველას მიმართ, ვინც სიძულვილის და ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელია“. რუსეთში დაბადებული და რეგისტრირებული, ჩეჩნური წარმოშობის  მამაკაცის მიერ არრასში პროფესორის მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, პრეზიდენტი ითხოვს შეაფასოს საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე. შემოწმების მიზანია, ყველა რადიკალიზებული უცხოელის იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდოდ გაძევებული იქნებიან საფრანგეთიდან. ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, შემოწმებისასგანსაკუთრებული ყურადღება  კავკასიური წარმომავლობის 16-25 ასაკის ჯგუფებს მიექცეს.

მეტი...

,,ღაზის კონფლიქტის ესკალაციის, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნისა და ირანის ჩართულობის რისკი არსებობს”- ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, არსებობს ღაზის კონფლიქტის ესკალაციის რისკი, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნის და ირანის ჩართულობის რისკი. „ჩვენ შეშფოთებული ვართ მარიონეტული ძალებით. ლიბანური „ჰეზბოლა“, ირანის მარიონეტული ძალა იქ არის – თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობებით და ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმის ისტორიით. სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ შეტაკებები ჩრდილოეთ საზღვარზე, რაც მხოლოდ ზრდის ესკალაციის რისკს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ირანი რაიმე გზით პირდაპირ ჩაერთოს დაპირისპირებაში, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო სიტუაციისთვის“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

მეტი...

მოქალაქის მიმართ ადევნების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალბატონის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი იქნა მხილებული. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, ქ. რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების…

მეტი...

,,არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ”- მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 12 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, გადაწყვეტილება კი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. კითხვაზე, იყო თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა გადაწყვეტილების მიღების დროს მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ ზეწოლა არ ყოფილა. „გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. ეს დღე შედგება რამდენიმე საათისგან, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, რომ ტექსტში რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ იყოს, მათ შორის მუხლების მითითება…

მეტი...

“მოსწავლეს თმაზე მოქაჩა” – ქობულეთის სკოლიდან მასწავლებელი გაუშვეს

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. როგორც სკოლის დირექტორი, ნანი ცივაძე “ბათუმელებთან” აცხადებს, მიზეზი პედაგოგის მიერ, ბავშვს თმა მოქაჩვა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ,,ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან,” – ამბობს სკოლის დირექტორი. მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.  

მეტი...

პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. აქ ჩამოდიან როგორც ქვეყნის პრეზიდენტები, ისე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები. სწორედ 17 ოქტომბერს იხსნება „სარტყლისა და გზის“ 10 წლისთავთან დაკავშირებული უზარმაზარი ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის. მისი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი უცხოეთში, სანქცირების შემდეგ. საგარეო საქმეთა აღმასრულებელი ვიცე მინისტრის მა ჟაოსის ინფორმაციით,  საერთაშორისო თანამშრომლობის „სარტყელი და გზის“  ფორუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ღონისძიება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება ინიციატივის 10 წლის იუბილეს უკავშირდება. ფორუმს თავად პრეზიდენტი სი…

მეტი...

,,როგორც ყოველთვის, კარგი”- პრეზიდენტი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადებს. დასკვნა დღის განმავლობაში გასაჯაროვდება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე თუ როგორი განწყობა აქვს, რა გადაწყვეტილებას ელოდება პასუხობს: “როგორც ყოველთვის, კარგი”.  

მეტი...

,,აშშ ღაზაში ჯარების გაგზავნას მძევლების გასათავისუფლებლად არ გამორიცხავს” – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ღაზაში ჯარების გაგზავნას მძევლების გასათავისუფლებლად არ გამორიცხავს. ,,არაფერს არ გამოვრიცხავ (ამერიკული ჯარების ღაზაში შესვლის შესაძლებლობას), როცა საქმე ეხება მძევლების სახლში დაბრუნებას”, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა.

მეტი...

ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, 14 წლის გოგო ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მეტი...

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/jsuBH

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ კვებით ობიექტებში სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით დარღვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, 5 მოვაჭრის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა. აქედან, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 3 მოვაჭრის – შპს „ქიზილ 2023“-ის,  შპს „გრილ ფუდ“-ის და შპს „ჰარვიდენტის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი დადასტურდა. საკითხი ეხებოდა – კვებით ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუს და მომსახურების არასახელმწიფო ენაზე მიწოდებას. ხოლო, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა. საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის,  შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ,…

მეტი...