სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ ქალ დეპუტატებს შეხვდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, პრეზიდენტი საჯარო განცხადებას გააკეთებს.

,,ის არ აპირებს რომ დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, როგორ, ამას გაგაცნობთ თავად”, – განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები