ლეგენდარული ფეხბურთელი, ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბობი ჩარლტონი 1973 წლიდან 2017 წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. მისი რეკორდი უეინ რუნიმ მოხსნა.

მან ინგლისის ნაკრებში 106 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა, რაც, იმ დროისთვის, მისი ქვეყნისთვის, რეკორდული მაჩვენებელი იყო.

მსგავსი თემები