ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთ კვირაში მეექვსედ, ევაკუაცია გამოცხადდა

ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევაკუაცია უკვე მეექვსედ გამოცხადდა. ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორების ევაკუაცია ამჯერადაც ბომბის საფრთხის გამო გამოცხადდა.

,,უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარეობს, სასახლე გაიხსნება, როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება. მადლობას გიხდით გაგებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები