მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა – ზელენსკი ბაიდენს მადლობას უხდის

,,მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნაზე, უკრაინისთვის $61,4 მილიარდიან დახმარებაზე.

,,პრეზიდენტ ბაიდენის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ კვირაში. მე ნამდვილად მადლობელი ვარ ამისთვის. მომზადდა უკრაინის გრძელვადიანი და საიმედო მხარდაჭერის ახალი პაკეტი – თავდაცვის, ეკონომიკური – ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დაცვისთვის.

მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ასეთი ინიციატივისთვის და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი მოელის ამერიკის ერთიანობის შენარჩუნებას ჩვენ თავდაცვაში. მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა და მე მადლობელი ვარ კონგრესის ორივე მხარის, რომლებსაც ეს ესმით, რომლებიც მხარს უჭერენ, ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება მსოფლიოში!

დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები