ბავშვების საყვარელი სახლი – „ლეგოს“ სამყარო პეკინში და ფასები

ეს „ლეგოს“ უზარმაზარი სახლი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მდებარეობს, რომელიც რამდენიმე სართულს მოიცავს. აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი – უზარმაზარი ასაწყობი სახლებით თუ ცხოველებით დაწყებული და მინიატურული დეტალებით. რაც შეეხება ფასებს, იწყება 120 იუენიდან, რაც დაახლოებით 20 დოლარია და ადის და ადის ათასებამდე.

ასაწყობი ფიგურებისა და კონსტრუქციების გარდა, აქვეა კუთხე, სადაც ნებისმიერი ფერის თუ ფიგურის დეტალი წონით იყიდება. შეგიძლია შეარჩიო, ააწონინო, წაიღო და სახლში ააწყო რაც გინდა, თან, ნახატებსაც გთავაზობენ, რომ მის მიხედვით აარჩიო ფიგურები წონით. ამ სახლს, მთელი დღის განმავლობაში ათასობით სტუმარი ჰყავს, ბავშვებს კი შეუძლიათ, ადგილზეც გაერთონ და სასურველი ფიგურები ადგილზე ააწყონ.

დანარენი კი ვიდეორეპორტაჟში

ეკა გულუა პეკინდან         

მსგავსი თემები