სლოვენიამ ხორვატიისა და უნგრეთის საზღვრებთან პოლიცია განათავსა

სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა, რათა თავიდან აიცილოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს.

პარასკევს, სლოვენიის მთავრობამ დროებითი სასაზღვრო კონტროლის 30 ოქტომბრამდე დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც მეზობელმა იტალიამ, უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, სლოვენიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა, რამაც რიგები შექმნა, რადგან მოგზაურებისთვის დოკუმენტების შემოწმების პროცესი გაჭიანურდა.

მსგავსი თემები