კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან პატარა ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი კაცი (17-დან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი) დააკავა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიქოზიაში, საელჩოს შესასვლელიდან, დაახლოებით, 30 მეტრში აფეთქდა.

მსგავსი თემები