ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, რადგან საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა.

,,ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა”, – აღნიშნულია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მაროკოში მოგზაურობისგანაც, რადგან იქ საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები