მოსამართლემ გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის სახით დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდება ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიჩო მარგველაშვილი და კობა პაიჭაძე ორი დღის წინ, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა, მანქანაში ჩხრეკა ჩაატარა და იარაღი აღმოაჩინა. მარგველაშვილი ბრალდებას უარყოფს, პაიჭაძე კი ამბობს, რომ იარაღი მისია.

ცნობისთვის, გიჩო მარგველაშვილი რამდენიმე თვის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა. 2023 წლის 4 მაისს, ის ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, საბა გახოკიამ დაჭრა. მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ კი თავდამსხმელს ესროლა და ადგილზე მოკლა. კამლაძე სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი თემები