რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. თუმცა, 20 სატვირთოს ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. თავდაპირველად განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით კი ეგვიპტემაც დაადასტურა.

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.

მსგავსი თემები