თავშესაფრის მაძიებელმა ღაზაში მომხდარზე შურისძიების მიზნით დიდ ბრიტანეთში ტერაქტი მოაწყო

თავშესაფრის მაძიებელმა ღაზაში მომხდარზე შურისძიების მიზნით დიდ ბრიტანეთში ტერორისტული აქტი განახორციელა, თუმცა უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Telegraph ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ტერაქტის შემსრულებელი დაკავებულია და მან თავად უთხრა პოლიციას, რომ „ეს პალესტინისთვის გააკეთა“.

მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს, მაგრამ ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ტერაქტი მოაწყო, „იმიტომ, რომ ისრაელმა ღაზაში ბავშვები დახოცა“.

მსგავსი თემები