ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში

ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. დაშავებული ,,ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

,,მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით რჩება კლინიკაში”, – ამბობს კლინიკის დირექტორი, დავით ბარაბაძე.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები