ომის შემდეგი ეტაპისთვის მზადება გრძელდება – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება გრძელდება და ბოლო დღეებში „ბრძოლის გაფართოების გეგმები“ დამტკიცდა.

,,ჯარები წვრთნებს დამტკიცებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად ატარებენ“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვარზე ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა და როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სახმელეთო შეტევა მალე დაიწყება.

მსგავსი თემები