გერმანია უკრაინის აღდგენისთვის კიდევ 200 მლნ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლეისბარტმა, პარასკევს უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.

ფლასბარტის თქმით, თანხა მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვასა და სასმელ წყალს. ასევე, ქალაქების რეკონსტრუქციას.

კიევში ყოფნისას ფლიასბარტმა ხაზი გაუსვა უკრაინის ეკონომიკის ძირითადი სექტორების მხარდაჭერის მნიშვნელობასაც.

მსგავსი თემები