,,ჩვენს მიწას არასდროს დავტოვებთ” – მაჰმუდ აბასი

,,ჩვენს მიწას არასდროს დავტოვებთ”. ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

,,ჩვენ არასდროს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები”, – თქვა აბასმა.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, თუმცა სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, ,,ჰამასისა” და ირანის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები