აშშ მიესალმება 2 მძევლის გათავისუფლებას, თუმცა მუშაობა გრძელდება – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან ,,ჰამასის” მიერ 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას.

10 ამერიკელი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა და მათი გათავისუფლებისთის მუშაობა გრძელდება. როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, ისინი, სავარაუდოდ, იმ 200 მძევალს შორის არიან, რომლებიც ღაზაში გადაიყვანეს.

,,თითოეული მათგანი უნდა გათავისუფლდეს,” – აღნიშნა ბლინკენმა და მან მადლობა გადაუხადა კატარის ხელისუფლებას, რომელიც პროცესში მონაწილეობდა.

რაც შეეხებათ გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მიემგზავრება ჯგუფი, რომელიც ამას შეაფასებს. ამასთან, არ არსებობს ინფორმაცია სხვა ამერიკელი მძევლების სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ.

 

 

მსგავსი თემები