ლონდონში პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

ლონდონში პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მიმდინარე კვირაში, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართა: ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებები დაგმო.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მსგავსი თემები