,,ბელარუსის მიერ, აფხაზეთის აღიარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს” – ასლან ბჟანია

,,ბელარუსის მიერ, აფხაზეთის აღიარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს”. ინფორმაციას ამის შესახებ  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ავრცელებს.

მისი თქმით, თვის ბოლოს ,,აფხაზეთის დელეგაცია” ბელარუსში გაემგზავრება ბელარუს კოლეგებთან “სამუშაო ვიზიტზე” – „ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, – თქვა ბჟანიამ.

საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას – ეს განცხადება ბჟანიამდე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გააკეთა. რუსეთის პირველი არხის ეთერში მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში მინსკში ,,ვიზიტს” გეგმავენ.

ცნობისთვის, ბელარუსს აფხაზეთის ,,დამოუკიდებლობა” ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, თუმცა, გასული წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

მსგავსი თემები