,,ღაზაში საწვავი არ შევა” – დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზაში საწვავი არ შევა. ეგვიპტესა და ღაზას შორის ,,რაფაჰის” სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში მხოლოდ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება დაიშვება.

არსებული ინფორმაციით, დღეს ღაზაში შესულ ჰუმანიტარულ დახმარებას ანკლავის სამხრეთ ნაწილს მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტი დღეს დროებით გაიხსნა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით.

მსგავსი თემები