ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება

დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კაიროს სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის არსებული კონფლიქტი იქნება. სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.

სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, გაეროს გენერალური მდივანი ანტიონიო გუტერეში და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. თუმცა, Reuters-ის ჩამონათვალში აშშ-ის, ისრაელისა და ირანის წარმომადგენლები არ არიან.

მსგავსი თემები