სუროვიკინის ნაცვლად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი აფზალოვი გახდა

რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა.

2017 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტომდე ამ თანამდებობას გენერალი სერგეი სუროვიკინი იკავებდა. აფხაზალოვი დროებით მოვალეობის შემსრულებელი იყო მას შემდეგ, რაც სუროვიკინი თანამდებობიდან მოხსნეს.

TASS-ის ცნობით, აფზალოვი არის პუშკინის საჰაერო თავდაცვის რადიო ელექტრონიკის უმაღლესი სამხედრო სკოლის, საჰაერო თავდაცვის სამხედრო უნივერსიტეტისა და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. 2017 წლიდან მეთაურობდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებსა და საჰაერო თავდაცვის არმიას.

მსგავსი თემები