ღაზაში, ,,ჰამასის” მძევლობაში 210 ადამიანია

ღაზაში ,,ჰამასის” მძევლობაში 210 ადამიანია. ისრაელის სამხედრო უწყებამ უკვე მიაწოდა ინფორმაცია გატაცებულების ოჯახებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ახალ ინფორმაციას იკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები