,,ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

“დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

 

მსგავსი თემები