შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ 4 წლის ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ 4 წლის ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ნიკოს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლმა ნინო კვა­რა­ცხე­ლიამ დაწერა.

“აგერ ნი­კოს და­ბა­დე­ბის დღეც დგე­ბა, მის გა­რე­შე მე­ო­რედ აღ­ვნიშ­ნავთ ამ დღეს ბრჭყვი­ა­ლა სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭის უსი­ცო­ცხლო და­ბა­დე­ბის დღეს! არა­ფე­რი დარ­ჩე­ნია ოჯახს და ჩვენ, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს მისი სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თოთ ის, რა­საც იგი აკე­თებ­და და გეგ­მავ­და, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ნი­კოს ფონ­დი ეხ­მა­რე­ბა ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ის, მა­მე­ბის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვებს.

ახლა შო­ვის ტრა­გე­დი­ით უდე­დოდ დარ­ჩე­ნილ ლუ­სის და­ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა არც ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კუ­თხით უნ­დათ გან­ვი­თა­რე­ბა, არ იქ­ნე­ბი­ან უყუ­რა­დღე­ბოდ. მათ­თვის Hack Days Georgia 2023 გა­ი­მარ­თე­ბა. ეს არას­რუ­ლი სიაა იმი­სა, რა­საც ნიკო აკე­თებს. გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის, დღეს ჩემო ბიჭო, სა­დაც ხარ!”, – წერს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ შო­ვში სტი­ი­ქი­ის შემ­დეგ 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, სოფო ბა­კუ­რა­ძეს ეძე­ბენ. ის შოვ­ში კო­ტე­ჯებ­ში მუ­შა­ობ­და და მე­წყრის დრო­საც სწო­რედ იქ იმ­ყო­ფე­ბო­და.

მსგავსი თემები