,,თუ ეკიპირება და ტექნიკა არ არსებობს, მხოლოდ მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით” – თემურ გიორგაძე

,,თუ ეკიპირება და ტექნიკა არ არსებობს, მხოლოდ მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით”. ამის შესახებ სამაშველო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა.

,,ეკიპირება და აღჭურვილობა ყოველთვის უნდა იყოს. ყველაფერი უნდა შექმნან საგანგებო სიტუაციებისთვის, რომ დროული რეაგირება მოხდეს. ეკიპირება, აღჭურვილობა და ტექნიკა თუ არ არსებობს მხოლოდ მეხანძრე მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით. დროულად თუ არ მოხდა რეაგირება და შესაბამისი აღჭურვილობა თუ არ იქნება, ასე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უფრო ნაკლებად ხდება”, – ამბობს თემურ გიორგაძე.

მსგავსი თემები