მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა

მარნეული-სადახლის მიმართულებით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა.

სოფელ ხოჯერნში მცხოვრებმა 60 წლის ნარიმან ხუდიევმა მართვის დროს კონტროლი დაკარგა და მანქანა ბოძს შეეჯახა. მიკროავტობუსში მყოფ მგზავრებს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მსგავსი თემები