რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

რუსთავში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით , 50 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები