პარიზში ეიფელის კოშკზე მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

პარიზში ეიფელის კოშკზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბომბის განადგურების ექსპერტები და პოლიცია ათვალიერებდნენ ტერიტორიას, მათ შორის რესტორანს, რომელიც მდებარეობს ერთ სართულზე.

ვიზიტორთა ევაკუაცია განხორციელდა როგორც სამი სართულიდან, ისე მონუმენტის ქვეშ არსებული მოედნიდან.

ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები