ჩინეთში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გადაუღებელი წვიმებია, ზოგში კი გვალვაა, რომელიც მოსავალს ანადგურებს.

„ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, სიანის პროვინციაში, მეწყრის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 12 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღმოსავლეთ პროვინციებში თვის დაწყებიდან უამინდობის მსხვერპლი 29 ადამიანი გახდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, დღეს, უამინდობის გამო, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის უმსხვილეს ქალაქში შენიანში, რიგ მარშრუტებზე მატარებლების მოძრაობაც შეწყდა.

მსგავსი თემები