თურქეთში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრა 16:39 საათზე დაფიქსირდა, მომდევნო კი 16:40 საათზე.

მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში გამოვიდა. ისინი ამ დრომდე გარეთ რჩებიან.

მიწისძვრის ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.

მსგავსი თემები