ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს ფეხისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება, გუშინ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები