საფრანგეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

საფრანგეთში, არხის გადაკვეთისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. მაშველებმა 50-ზე მეტი პირის გადარჩენა შეძლეს.

ადგილობრივი მერის განცხადებით, ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია დილით დაიწყო. ათობით მიგრანტთან ნავი ცდილობდა არხის გადაკვეთას.

“რამდენიმე ნავი სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, სანგატეს (საზღვაო ქალაქთან) ახლოს მათ გვამები იპოვეს”, – განუცხადა მან Reuters-ს.

არხი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ხაზი, სადაც ძლიერი დინებაა, რაც პატარა გემებით გადაკვეთას სახიფათოა.

მსგავსი თემები