მეწყრული პროცესები სოფელ ვაყაში – წაღებულია საავტომობილო გზა

სოფელ ვაყაში, მდინარე ჭერათხეულას კალაპოტის ნაწილი ჩახერგილია, რის გამოც წყალი შეგუბდა. მეწყერმა წაიღო სამანქანო გზაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მეწყრული პროცესები გაგრძელდა, დატბორვის საფრთხის წინაშე იქნებიან.

მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

“შიში გვაქვს, საიდან სად მოწყდა ის გზა, თითისტოლა ბავშვები დარბიან, ახლოსაა მოსახლეობა, სახლები. ყველამ შეიტყო, ყველამ გულთან მიიტანა, ტყუილად ვერ ვიტყვი ცოდვას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი თემები