ქუთაისში ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

ქუთაისში ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი. სისხლის სამართლის საქმე 11 პრიმა 19-109 მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები