სტიქიის შედეგად დაღუპული მეგი და გიგი გუტაშვილები დღეს დაკრძალეს

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები, დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ონის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, მიმდინარეობდა.

გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად მათი მეგობრები, ნათესავები და რიგითი ადამიანები დილიდან მივიდნენ და კიდევ ერთხელ იხსენებდნენ შემზარავ ტრაგედიას.

ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

მსგავსი თემები