ბორჯომის ტყეში ხანძარი იყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, ტყეში ხანძარი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი დიდ მონაკვეთზე არ გავრცელებულა და მეხანძრეებმა მისი ლიკვიდირება შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები