​გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმს დრონებით დაესხნენ თავს

გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმს დრონები დაესხნენ თავს. ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ნოვოზერნსა და კიროვსკის რაიონში.

საოკუპაციო “ხელისუფლება” ამტკიცებს, რომ თავდასხმა წარმატებით შეაჩერეს. ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვა კი ამბობს, რომ საზენიტო ცეცხლი ყირიმის სხვადასხვა რეგიონზე მუშაობდა.

​გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ყირიმის ხიდი დროებით დაიკეტა.

მსგავსი თემები