ჩინეთის ექსპორტ-იმპორტმა 23,55 ტრილიონი იენი შეადგინა

მიმდინარე წლის პირელ 7 თვეში ჩინეთის საგარეო ვაჭრობა გაიზარდა და იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა 0,4 პროცენტით დადებითობისკენ წავიდა. ჯამურმა მაჩვენებელმა კი 23,55 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 3,29 ტრილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ეს არის ინფორმაცია, რომელსაც საბაჟოს გენერალური ადმინისტრაცია ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, ექსპორტი 1,5 პროცენტით გაიზარდა წლიური თვალსაზრისით და 13,47 ტრილიონი იუანი შეადგინა. იმპორტი კი 1,1 პროცენტით შემცირდა და  წლიური თვალსაზრისით და შეადგინა 10,08 ტრილიონი იუანი.

2023 წლის იანვრიდან ივლისამდე ASEAN (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია)  რჩებოდა ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. ჩინეთის ვაჭრობა ASEAN-ის ქვეყნებთან 2,8 პროცენტით გაიზარდა და წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 15.3 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, ჩინეთის ვაჭრობა ევროკავშირთან 0,1%-ით დაეცა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან 9,6 და 5,8 პროცენტით შემცირდა.

სანაცვლოდ, ჩინეთის ვაჭრობამ ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანასთან 35 პროცენტით ზრდა აჩვენა.

 

 

მსგავსი თემები