აღმოსავლეთ უკრაინაში საჰაერო განგაშია

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, აფეთქებების ხმა გაისმა კრივი-რიჰში.

საჰაერო განგაში უკრაინის 11 რეგიონსა და ყირიმში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფარი.

მსგავსი თემები