,,გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე”

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ რატიანი, ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში წერს:

,,გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფოდ ჩამოიყვანეს თბილისში ვერტმფრენით და მოათავსეს საავადმყოფოში. 2 საათი იწვა ხეჩინაშვილის კლინიკაში, ჩაუტარეს სამედიცინო პროცედურები, შემდეგ კი პალატა დატოვა და შოვში დაბრუნდა. დაკარგულებს ვეძებთ და აქ ვერ გავჩერდებიო.

წარმოუდგენელია, არა? ასეთ გმირებზე დგას სამყარო დღეს და მადლობა მას. ფოტო ჩუმად გადავუღე. ღმერთმა დაგლოცოს!

პოსტის ავტორია არაჩვეულებრივი პედაგოგი და ჩემი მედობარი სვეტლანა სინა”, – წერს თამარ რატიანი.

მსგავსი თემები