უკრაინის გენშტაბის მონაცემები რუსეთის დანაკარგზე

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 12 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

მათივე ცნობით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 510 ჯარისკაცი, 5 ტანკი, 10 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 253 290;

​ტანკი – 4 295;

ჯავშანტექნიკა – 8 324;

საარტილერიო სისტემა – 5 053;

სარაკეტო სისტემა – 713;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 472;

თვითმფრინავები – 315;

ვერტმფრენი – 312;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 201;

საკრუიზო რაკეტები – 1 378;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 523;

გემი/ნავი/კატარღა – 18;

​სპეციალური აღჭურვილობა – 759.

მსგავსი თემები