ჰავაიში, ტყის ხანძრებს სულ მცირე 67 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა და სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ტყის ხანძრებს სულ მცირე 67 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაიცას ამის შესახებ, Reuters ავრცელებს და წერს, რომ ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის თქმით, ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია. ამასთან, მაუის ოლქის სახანძრო უფროსმა, ბრედფორდ ვენტურამ განაცხადა, რომ ხანძრის სიჩქარე “თითქმის შეუძლებელს ხდიდა” საგანგებო მენეჯმენტთან კომუნიკაციას, რომელიც, როგორც წესი, ევაკუაციის ბრძანებებს აძლევს.

მსგავსი თემები