„ევროპა თქვენს გვერდით დგას“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი ესტონეთში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ სლოვენიაში ჩავიდა. მისი თქმით, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან სლოვენიისთვის 400 მილიონი ევრო გამოიყოფა, საიდანაც 100 მილიონს ქვეყანა მიმდინარე წელსვე მიიღებს, დანარჩენ 300 მილიონს კი 2024 წელს.

„ევროპა თქვენს გვერდით დგას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკომისია გამოავლენს “მაქსიმალურ მოქნილობას” და შექმნის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რათა უზრუნველყოს სლოვენიამ მიიღოს ის სახსრები, რაც მას სჭირდება აღსადგენად.

მსგავსი თემები